გუპები მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული თევზები არიან,ისინი ცოცხალმშობთა ჯგუფს მიეკუთვნებიან,მათი პოპულარულობა ალბათ მათი სილამაზის,მშვიდობიანი ბუნების, მოვლის და გამრავლების სიმარტივემ განაპირობა. გუპების სიცოხცლის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3 წელია.
სქესის დადგენა
გუპების სქესის დადგენა საკმაოდ იოლია.მამალ გუპის შედარებით უფრო გრძელი და ფერადი კუდი აქვს,ამას გარდა დედალ გუპის მუცლის ქვედა მხარეს კუდის დასაწყისში აქვს სამკუთხედი ფორმის ფარლი მამალს კი მოგრძო ფორმის წანაზარდი აქვს.
მოვლა
გუპების მოვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს,მათთვის საკმარისია 40-70 ლიტრის აკვარიუმი აერაციით და ფილტრაციით (სასურველია მცენარეებით), წყლის ტემპერატურა 25-26 გრადუსი,წყლის ცვლა კვირაში ერთხელ, დასიფონება თვეში ერთხელ (თუ მცენაარეები არ არის აკვარიუმში). კვება დღეში ორჯერ, კვირაში ერთხელ ''შიმშილის დღე''.
გამრავლება
სასურველია გუპების აკვარიუმში ერთ მამალ თევზზე 2-3 დედალი მოდიოდეს. გუპები ორსულდებიან მაშინ როცა მამალი თვზი მას გვერძე მიყვება, გუპების ორსულობა 28-32 დღე მიმდინარეობს. ორსულ დედალს მუცლის ქვედა კუთხეში ღია ყავისფერი წერტილი აქვს რომელიც ნელ-ნელა მუქდება რაც უფრო მუქია წერტილი მით უფრო ახლოს არიან ლიფსიტები დაბადებასთან, როდესაც დედალ გუპს წერტილი გაეზრდება, გაუშვდება და მისი მუცლის მომრგვალებული ფორმა თავში და ბოლოში კუთხეებათ გადაიქცევა,გუპი უნდა გადაისვას სამშობაროთ. გუპების 99% კანიბალია და ისინი ყოველთვის ცდილობენ შეჭამონ თავისი ახაშობილები ამიტომ გუპების მშობიარობის შემდეგ დედა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოისვას სამშობიაროდან.
ლიფსიტების მოვლა
გუპი ცოცხალმშობიარე თევზია, მისი ქვირითის განვითარება მუცელშივე ხდება და ის აჩენს უკვე ცოცხალ ლიფსიტებს რომლებსაც თავის თავზე ზრუნვა თვითონვე შეუძლია.სასურველია გუპის ლიფსიტებს თუ ცალკე გაუკეთებთ აკვარიუმის ''სალიფსიტეს'' დაახლოებით 30 ლიტრის მოცულობით. მათი აკვარიუმის მოწყობა ისევე ხდება, როგორც ზრდასრული გუპების აკვარიუმის მოწყობა ,ტემპერატურაც უცვლელი რჩება. ლიფსიტები შეგიძლიათ გამოკვებოთ სპეციალურად ლიფსიტებისთვის დამზადებული საკვებით ან ზრდასრული თევზების წვრილად დაფქვილი საკვებით. კვება დღეში 4 ჯერ მცირე ულუფებით. ლიფსიტების ზრდასთან ერთად უნდა მოუკლოთ კვების სიხშირესაც. თვენახევრის ასაკი უნდა გადაიყვანოთ ორჯერად კვებაზე. წყლის ცვლა კვირაში ერთხელ. ლიფსიტები ზრდასრულ თევზებზე უფრო მგრძნობიარეები არიან ამიტომ ეცადეთ მათი აკვარიუმი მუდამ სუფთად იყოს. როდესაც ლიფსიტები გახდებიან თვე-ნახევარი-ორი თვის შეგიძლიათ გადასვათ ძირითად აკვარიუმში მშვიდობიანი ბუნების თევზებთან.